
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
21/11/2021 07:00:37 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 3 357 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 76 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 5 772 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 361 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 776 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 585 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.01%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა,
- აჭარა - 106,
- იმერეთი - 621,
- ქვემო ქართლი - 173,
- შიდა ქართლი - 242,
- გურია - 95,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი -260,
- კახეთი - 253,
- მცხეთა-მთიანეთი - 85,
- სამცხე-ჯავახეთი - 83,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 023 საიდანაც:
6 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 568, აჭარაში - 561, იმერეთში - 1 412.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 667 პირი, მათ შორის, თბილისში - 660, აჭარაში - 124, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 46, იმერეთში - 37.1 157 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 766 - თბილისში, 227 - აჭარაში.43 261 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 0.სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 152 ადამიანი.