
არქიმანდრიტი მიქაელი კორონავირუსით გარდაიცვალა
20/11/2021 08:46:44 საზოგადოება
ჯუმათის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა. ის შემოქმედის ეპარქიის მამათა მონასტერშია გასვენებული.
მონასტრის საძმო და მრევლი მწუხარებას გამოთქვამენ არქიმანდრიტი მიქაელის გარდაცვალების გამო.