
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
20/11/2021 07:14:23 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 70 ადამიანი. ვირუსს ჯამში 11 422 პირი ემსხვერპლა.
- თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა,
- აჭარა – 159,
- იმერეთი – 809,
- ქვემო ქართლი – 279,
- შიდა ქართლი – 360,
- გურია – 98,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი -295,
- კახეთი – 303,
- მცხეთა-მთიანეთი – 113,
- სამცხე-ჯავახეთი – 184,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 962 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 513 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 449 PCR ტესტით.
19 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,15%, ბოლო 14 დღის - 9,39%, 7 დღის - 9%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 514 საიდანაც:
- 6 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 473, აჭარაში – 548, იმერეთში – 1 365. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში – 623, აჭარაში – 131, იმერეთში – 500.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 382 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 44, იმერეთში – 33.
- 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 – თბილისში, 223 – აჭარაში.
- 45 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი.
- ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 880 ადამიანი.