Accentnews.ge
სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

19/11/2021 21:22:27 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მომზადებულია სპეციალური პალატა.

„ჩვეთვის მნიშნელოვანია, წინა ჯერზე რაც მოხდა, ამჯერად გამოირიცხოს“,– განაცხადა ნიკა გვარამიამ სამხედრო ჰოსპიტალში შესვლისას. ის გულისხმობდა #18 დაწესებულებაში სააკაშვილის ძალის გამოყენებით შესახლების ეპიზოდს.

გვარამიას თქმით, მან მიიღო პირობა, რომ ეტაპირების პროცესს ადვოკატები დაესწრებოდნენ და ელის პირობის შესრულებას.

რაც შეეხება ჰოსპიტალში არსებულ ვითარებას, მისი თქმით, პირობებს კონსილიუმის წევრები შეისწავლიან.

ესკორტს გორში ჩაჰყვა სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოს ყიფშიძეც. მისი ავტომობილი კლინიკის ტერიტორიაზე შეუშვეს, თუმცა დააყოვნეს, მათ შორის ადვოკატები.

"პირობა შევასრულეთ, სააკაშვილი უსაფრთხოდ ჩამოვიყვანეთ. ახლა როგორც ვხედავ, შეფერხება გვაქვს, დადებული პირობა არ სრულდება, გვალოდინებენ, არ არის შეუფერხებელი წვდომა მასთან: მესამე პრეზიდენტი საავადმყოფოშია გადმოყვანილი, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს კი მასთან წვდომა არ აქვთ. პირობას შსრულება უნდა. იმედი მაქვს, ეს დროებითი, ტექნიკური შეფერხებაა",– განაცხადა ენმ–ის წევრმა გიორგი ჩალაძემ.

მოგვიანებით ადვოკატები, სააკაშვილის დედა გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე კლინიკის შიდა ტერიტორიაზე შეუშვეს.

ცნობისთვის: 18 ნოემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 19 ნოემბერს მას გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს. შეთავაზებას მესამე პრეზიდენტი დათანხმდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S