Accentnews.ge
სააკაშვილმა სასჯელაღსრულების #18 დაწესებულება დატოვა

სააკაშვილმა სასჯელაღსრულების #18 დაწესებულება დატოვა

19/11/2021 20:15:14 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების #18 დაწესებულება დატოვა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

მანამდე ენმ–ის წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი საიმედო ხელშია და მთავარია, ახლა პროცესს ხელი არ შეეშალოს. ამიტომ მან მხარდამჭერებს მოუწოდა, გაითვალისწინონ ყველა რისკფაქტორი და თავი შეიკავონ მანიფესტაციებისგან.

უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე.

18 ნოემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 19 ნოემბერს მას გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს. შეთავაზებას მესამე პრეზიდენტი დასთანხმდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S