გაერთიანებული სამეფო ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ კანონგარეშედ აცხადებს
19/11/2021 16:00:11 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის პრიტი პატელის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ კანონგარეშედ ცხადდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.
„ჰამასს აქვს მნიშვნელოვანი ტერორისტული შესაძლებლობები, მათ შორის წვდომა ფართო და დახვეწილ იარაღზე, ისევე როგორც ტერორისტების საწვრთნელ ობიექტებზე“, - აღნიშნა პატელმა და დასძინა, რომ სწორედ ეს არის მათი უკანონოდ გამოცხადების მთავარი მიზეზიც.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ქვეყნის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა, რის საპირისპიროდაც დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ისრაელის მიმართ მიკერძოებულია.
DW წერს, რომ ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა „ჰამასი“ ტერორიზმის შესახებ კანონის მიხედვით აიკრძალება:დაჯგუფების მხარდამჭერებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დანაშაული გულისხმობს ჰამასის დროშის ფრიალს, „ჰამასის“ სახელით შეხვედრების მოწყობას ან ტანსაცმლის ტარებას, რომელიც „ჰამასის“ მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.


