
ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩავა
19/11/2021 13:25:49 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს გორის ჰოსპიტალს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მინისტრი გორის ჰოსპიტალში 18:00 საათზე მივა.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. ექს–პრეზიდენტი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
სააკაშვილი აცხადებდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.