ნატო-მ შესაძლოა, გერმანიის აღმოსავლეთით ბირთვული შეიარაღება განათავსოს
19/11/2021 10:23:58 მსოფლიო
თუ გერმანია თავის ტერიტორიაზე ბირთვული შეიარაღების განთავსებაზე უარს იტყვის, ნატო-მ შესაძლოა, იგი ევროპის სხვა ქვეყნებში, გერმანიისგან აღმოსავლეთით განათავსოს.
ამის შესახებ, რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, კონფერენციაზე "НАТО Talk 2021" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გერმანიის გადასაწყვეტია, სურს თუ არა მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი, მაგრამ ამას აქვს ალტერნატივა - მისი განთავსება ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის - გერმანიისგან აღმოსავლეთით" - აღნიშნა მან.


