Accentnews.ge
ბულგარეთში სამხედროთა ჯგუფს რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი

ბულგარეთში სამხედროთა ჯგუფს რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი

19/11/2021 09:45:04 მსოფლიო

ბულგარეთის სამხედრო პროკურატურამ ყოფილი და მოქმედი სამხედროების ჯგუფს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის წარუდგინა ბრალი.

„ასოშიეტიდ პრესის“ ცნობით, ექვს პირს საიდუმლო ხასიათის ინფორმაციის შეგროვებასა და უცხოეთის სახელმწიფოსთვის გადაცემას ედავებიან.

როგორც ირკვევა, ჯგუფში შედიოდნენ ბულგარეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი თანამშრომელი, თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი და ყოფილი სამხედრო ატაშე, რომელსაც ბულგარეთის პარლამენტის საიდუმლო ინფორმაციებზე ჰქონდა წვდომა, თუმცა მათ ლიდერად ითვლება სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც თავის დროზე მოსკოვში, რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის შესაბამისი ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. გამოძიების ვერსიით, მას ბულგარეთში დაბრუნების შემდეგ ჯაშუშთა ქსელის შექმნა დაავალეს იმ პირთაგან, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა ნატო–სა და ევროკავშირთან დაკავშირებულ კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე. ხოლო რუსეთისთვის საიდუმლო ხასიათის ინფორმაციის გადაცემას სამხედრო მზვერავის ორმაგი მოქალაქეობის მქონე (რუსეთისა და ბულგარეთის) ცოლი რუსეთის ფედერაციის საელჩოს საშუალებით ახორციელებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S