Accentnews.ge
რუმინეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

19/11/2021 09:33:20 მსოფლიო

რუმინეთში, ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვების დამამზადებელ საბრძოლო მასალების ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ქალია. ოთხი დაჭრილის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

ადგილობრივი ჯანმრთელობის განყოფილების წარმომადგენლების ცნობით, ნაღმი იმ დროს აფეთქდა, როდესაც ქარხნის რამდენიმე თანამშრომელი მის გაუვნებელყოფას ცდილობდა.

ინციდენტის გამო დაწყებულია გამოძიება.

ბაბენეში მდებარე Energotech Group-ის ქარხნის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ საწარმო რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატო–ს სერტიფიცირებულ მიმწოდებელს წარმოადგენს.

აღნიშნულ ქარხანაში მსგავსი ინციდენტი მეოთხედ მოხდა. 2019 წელს მომხდარი აფეთქების შედეგად 22 წლის ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S