Accentnews.ge
ექიმები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

ექიმები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

19/11/2021 08:50:53 პოლიტიკა, საზოგადოება

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს. ექიმები აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება კლინიკაში გადაყვანა და ამაზე არც არგუმენტირებული პასუხი არსებობს.

"მთელი სამედიცინო სამყარო თანხმდება, ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილი დროულად იქნას გადაყვანილი შესაბამის სამედიცინო, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. მეორე გვინდა ვუთხრათ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის დეპუტატებს და იმ დეპუტატებს, ვინც ჩირქს სცხებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ებრძვიან ექიმებს, მორჩით ამ გაუაზრებელ ქმედებებს. მესამე, ვუცხადებთ მხარდაჭერას მათ, ვინც ამ შენობაში შიმშილობს", - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, სერგი ჩიხლაძემ.

პარლამენტში მყოფი ექიმი, მანანა ჯებაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართა დარღვეულია არაერთი კანონი, მათ შორის დარღვეულია მისი, როგორც პაციენტის უფლებები.

"აუცილებლად გააქტიურდეთ, გამოიყენოთ საპარლამენტო ბერკეტი, დაუყოვნებლივ მოიწვიოთ იუსტიციის მინისტრი და ჰკითხეთ, რატომ არ გადაჰყავს [სააკაშვილი კლინიკაში]. როდესაც სამი კონსილიუმი შედგა, სხვადასხვა ექიმის მონაწილეობით, სამივე კონსილიუმმა დადო ერთ და იგივე დასკვნა. საქართველოს ყველა ექიმი ვეთანხმებით ამ დასკვნას, ლადო კახაძის გამოკლებით. ომბუდსმენი და ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ექიმია, ეთანხმება ამ დასკვნებს", - ამბობს ექიმი.

18 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან ექიმის ინფორმაციით, სჭირდება მონიტორინგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S