Accentnews.ge
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას მართავს

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას მართავს

19/11/2021 08:37:14 პოლიტიკა, საზოგადოება

მოძრაობა „სირცხვილია“ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტთან აქციას მართავს.

მათ ადგილზე ბანერები წარწერებით - "საქართველოს მთავრობა დასავლეთს ზურგს აქცევს"; "საქართველო ევროკავშირისგან ასე შორს არასდროს ყოფილა" აქვთ მიტანილი. ასევე, გაშლილი აქვთ პუტინის ბანერიც, რომლის სახეც "ქართული ოცნების" ლიდერებითაა აწყობილი.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

18 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან ექიმის ინფორმაციით, სჭირდება მონიტორინგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S