Accentnews.ge
საქსტატი – 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 20%–მდე გაიზარდა

საქსტატი – 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 20%–მდე გაიზარდა

19/11/2021 07:33:09 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია მამაკაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო მამაკაცებში – 2.9 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.5 პროცენტული პუნქტით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S