Accentnews.ge
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

19/11/2021 06:54:39 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4 278 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 63 ადამიანი.

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 4 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 298 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 273 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 025 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.52% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.99%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა,
  • აჭარა - 155,
  • იმერეთი - 715,
  • ქვემო ქართლი - 273,
  • შიდა ქართლი - 412,
  • გურია - 109,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი -334,
  • კახეთი - 267,
  • მცხეთა-მთიანეთი - 110,
  • სამცხე-ჯავახეთი - 114,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 723 საიდანაც:

6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 504, აჭარაში - 540, იმერეთში - 1 365.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში - 619, აჭარაში - 126, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 38, იმერეთში - 30.

1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 - თბილისში, 227 - აჭარაში.

44 060 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 18 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 065 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S