Accentnews.ge
19 ნოემბერს თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

19 ნოემბერს თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

19/11/2021 04:46:31 საზოგადოება

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 19 ნოემბერს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს, ნაკადულის, ქინძმარაულის, ბაბუციძის და დიმიტროვის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, ასმათის, ვეფხისტყაოსნის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ მეორეს, დიდი ხეივნის, კრწანისის და გორგასლის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, მეფე სოლომონ მეორეს, კრწანისის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, კაპანაძის, ნორიოს, ფარავნის, ართვინის, მამარდაშვილის, ქინქლაძის, დონდუას, ჩიტაიას, მამრაძის და თეთნულდის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, III, IV, V კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ავჭალის სამხედრო დასახლების, ღვალაძის, გორგაძის, გაბაშვილის, რომელაშვილის, ერისთავის, გობრონიძის, რჩეულიშვილის, ლაგურაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S