Accentnews.ge
"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია, დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში"

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია, დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში"

18/11/2021 20:30:09 პოლიტიკა, საზოგადოება

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მწვავედ კრიტიკულია".

"სააკაშვილი სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში", – განაცხადა ჯიშკარიანმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ. არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელია უწყვეტობა, არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართული იყოს ამ პაციენტის მდგომარეობა. ჩვენს ენდოკრინოლოგსა და ფსიქიატრს არ მიეცათ საშუალება, შეემოწმებინა პაციენტი. მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ. ჩემი მონაცემებით, არის ცერებლოორგანული სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ამჟამადაც არის გამოხატული ცერებლოორგანული დისფუნქციის ნიშნები. ნევროლოგი არ ყავდათ, არ ყავდა ნევროლოგს ნანახი და მოწვეულ იქნა სახალო დამცველის აპარატიდან ექიმი–ნევროლოგი. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა დღესვე გადაიყვანონ ეს პაციენტი სამოქალაქო ტიუპის შესაბამის დაწესებულებაში", – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

მისივე თქმით, პალატის შესასვლელთან სამედიცინო პერსონალის ნაცვლად ფორმიანი პირები დგანან და სწორედ ისინი წყვეტენ, ვინ შეუშვან შიგნით და ვინ არა:

"იმის რეგულირებას, ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. [...] ინფორმაციას არ ფლობენ და ჩვენს ენდორკინოლოგს ვერ უთხრეს, როგორი იყო გლუკოზის დონე გუშინ, როგორია დღეს. [...] ჩვენ სრულყოფილი შემოწმების საშუალება არ მოგვეცა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S