
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების პასუხი კობახიძეს: "აღნიშნული განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტია"
18/11/2021 20:16:53 პოლიტიკა, საზოგადოება
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, როლის თანახმად, "სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრთა უმეტესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია". როგორც მათ მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტია და კონსილიუმის წევრი ექიმები მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან.
"გაერთიანების წევრი ასოციაციებისთვის მიუღებელია ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის საუბრობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების მიკერძოებულობასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტს.
კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თავის დარგში და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობით და ჯანმრთელობით.
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდეჭერას უცხადებს კონსილიუმს. მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა", – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ექიმები:
- აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” - არჩილ ჩხოტუა
- აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” - თენგიზ ასათიანი
- აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” - ნიკოლოზ კინტრაია
- აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი
- ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაცია - ზურაბ ხაბეიშვილი
- აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” - გიორგი ჩახუნაშვილი
- აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება" - ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი
- საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია
- ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი - მარინა შიხაშვილი
- აიპ "ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება" - მარიკა ალფაიძე
- გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია -გიორგი გოცაძე
- ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა
- საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია- დავით აბულაძე
- საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე
- სასწრაფო დახმარების ასოციაცია- გიორგი ვაშაკიძე
- ნეიროქირურგთა ასოციაცია - გიორგი ინგოროყვა
- "საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია" ზურაბ კლიმიაშვილი