Accentnews.ge
რეანიმატოლოგი: "სააკაშვილს ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, სჭირდება მონიტორინგი"

რეანიმატოლოგი: "სააკაშვილს ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, სჭირდება მონიტორინგი"

18/11/2021 17:31:39 პოლიტიკა, საზოგადოება

რეანიმატოლოგის გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში ტოვებენ.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მას დამატებითი კვლევები უტარდება.

"სასიცოცხლო მაჩვენებლები არის გამოსწორებული. პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. კონტაქტურია. ცნობიერება აქვს ადეკვატური. არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მონაცემები, ვენტილაციის პარამეტრები — ეს ყველაფერი არის გამოსწორებული და მოწესრიგებული. [...] შემიძლია, გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის, ის ეკრანზე უყურებს რა ხდება აქ [გლდანის ციხესთან], გვესაუბრება და რაღაც კომენტარებსაც ვაკეთებთ. [...] ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში. ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ. მას სჭირდება მონიტორინგი, ყველაფრის მონიტორინგი, სასიცოცხლო ფუნქციებს ვგულისხმობ. ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ, რადგან მისი მდგომარეობა იმ წუთას მკვეთრად დამძიმდა. ამდენი ხნის შიმშილი, პრობლემები - ეს უამრავ ცვლილებას იწვევს ორგანიზმში", - ამბობს რეანიმატოლოგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S