
რეანიმატოლოგი: "სააკაშვილი რეანიმაციაშია, კონტაქტურია და არის სტაბილურ მგომარეობაში"
18/11/2021 15:54:02 პოლიტიკა, საზოგადოება
რეანიმატოლოგის გულიკო ქილიფთარის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლა გლდანის ციხის საავადმყოფოს, რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც რეანიმატოლოგმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია, მანამდე ადგილი ჰქონდა მცირეხნიან გონების დაკარგვას, დაფიქსირდა მაღალი წნევა.
"პაციენტი არის სტაბილურ მგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები - არის ნორმის ფარგლებში. მცირე, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტს უტარდება კიდევ კვლევები და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. მცირე ხნიანი გონების კარგვა იყო. რეანიმაციაში წევს ახლა. კონტაქტურია. კონსულტაციისთვის ვიყავი მოსული - შემთხვევით მოვხვდი აქ. პაციენტთან მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა", - განაცხადა რეანიმატოლოგმა.
მანამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და ის საკაცით აიყვანეს.
სააკაშვილთან შევა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.