Accentnews.ge
ადვოკატი: „გვითხრეს, "მდგომარეობა დასტაბილურდაო“

ადვოკატი: „გვითხრეს, "მდგომარეობა დასტაბილურდაო“

18/11/2021 15:05:47 საზოგადოება

ადვოკატი ბექა ბასილაია სახალხო დამცველისთვის პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოებულ ინფრმაციაზე დაყრდობით აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა.

„კომუნიკაცია გვაქვს სახალხო დამცველთან. გვითხრეს, პენიტეციური სამსახურიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „მდგომარეობა დასტაბილურდაო“. არ მქონდა უფლება, ეს არ მეთქვა“,– განაცხადა ბასილაიამ.

მოკლე ინფორმაცია გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმაც:

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის".

ამ წუთებში #18 დაწესებულებაში შესვლას დეპუტატი ხატია დეკანოიძე ცდილობს.

ცოტა ხნის წინ ბასილაიამ განაცხადა, რომ "ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი ოთახიდან გადიოდა და მოსხლეტით წაიქცა, საკაცით გაიყვანეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S