ლარი გამყარებას განაგრძობს
18/11/2021 13:25:15 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1303 ლარი ეღირება, ევრო – 3.5485 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2234 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1435 ლარი ღირდა, ევრო – 3.5562 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2230 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 ნოემბერს ამოქმედდება.


