
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 495-მდე გაიზარდა
18/11/2021 08:41:51 საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 495-მდე გაიზარდა.
2020 წლის გაზაფხულიდან რეგიონში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 33 574 და გარდაცვალების 495 შემთხვევა. საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში – ცხინვალში გასული წლის გაზაფხულიდან დადასტურებული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 9500-ზე მეტი შემთხვევა და კოვიდით 161 პაციენტის გარდაცვალება. რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, 53 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.