
თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
18/11/2021 06:50:07 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4446 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 5320 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა,
- აჭარა - 190,
- იმერეთი - 819,
- ქვემო ქართლი - 258,
- შიდა ქართლი - 422,
- გურია - 117,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 387,
- კახეთი - 315,
- მცხეთა-მთიანეთი - 90,
- სამცხე-ჯავახეთი - 144,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 662 საიდანაც: 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 567, იმერეთში - 1 358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 630, აჭარაში - 128, იმერეთში - 498.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 38, იმერეთში - 34. 1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 227 - აჭარაში. 43 987 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 081 ადამიანი.