Accentnews.ge
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ექიმებმა სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ექიმებმა სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

17/11/2021 09:55:38 პოლიტიკა, საზოგადოება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ექიმებმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

"ჩვენი შევიკრიბებით კიდევ ძალიან ბევრ ადგილას და გვინდა, რომ მივაწვდინოთ ხმა ყველას, რომ ექიმები, სამედიცინო სფეროს მუშაკები, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მოკლან ადამიანი. არ მოკლან იმიტომ, რომ არ გადაჰყავთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ის მიიღებს ნორმალურ სამედიცინო დახმარებას", - განაცხადა ექიმმა ვატო სურგულაძემ.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S