Accentnews.ge
ბელარუსთან საზღვარზე მიგრანტებთან შეტაკების დროს რამდენიმე პოლონელი პოლიციელი დაშავდა

ბელარუსთან საზღვარზე მიგრანტებთან შეტაკების დროს რამდენიმე პოლონელი პოლიციელი დაშავდა

17/11/2021 08:09:59 მსოფლიო

ბელარუსთან საზღვარზე მიგრანტებთან შეტაკების დროს რამდენიმე პოლონელი პოლიციელი დაშავდა.

როგორც ძალოვან უწყებებში აცხადებენ, მიგრანტების ნასროლი ქვების გამო სამართალდამცველებმა სხეულის სხვადასხვა ნაწილების, მათ შორის თავის დაზიანებები მიიღეს.

16 ნოემბერს ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე თავშეყრილ მიგრანტებსა და პოლონელ ძალოვანებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც მიგრანტთა ჯგუფმა კუზნიცა-ბრუზგის გამშვები პუნქტის არეალში ძალადობრივი გზით საზღვრის გარღვევა სცადა.

მიგრანტთა ჯგუფმა ქვები და სხვადასხვა საგანი დაუშინა პოლიციელებს, რომლებმაც პასუხად წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც ორგანიზაციის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს, ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს. ევროკავშირი პოლონეთის საზღვართან მიგრანტების მზარდი კრიზისის გამო ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S