Accentnews.ge
ქაცარავა: "სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტები ახალ საგუშაგოს აშენებენ"

ქაცარავა: "სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტები ახალ საგუშაგოს აშენებენ"

17/11/2021 07:30:05 კონფლიქტები

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტები სამხედრო საგუშაგოს აშენებენ.

მისი ინფორმაციით, უკანონო მშენებლობა დაახლოებით ბოლო ერთ კვირაში გააქტიურდა.

"კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, კირბალის ოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გააქტიურდნენ. როგორც ჩვენ შევიტყვეთ და მერე გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ისინი საკმაოდ დიდ საგუშაგოს აშენებენ. კადრებში, რაც ჩვენ მოვიპოვეთ და გადავიღეთ, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს საგუშაგო ბევრად დიდია, ვიდრე ის, რაც მათ მანამდე ჰქონდათ", - აცხადებს ქაცარავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ კონსტრუქციები ახალი არაა და ძველი დამონტაჟებულია. მისი თქმით, აღნიშნულზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსში უკვე ჩააყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S