Accentnews.ge
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

17/11/2021 07:01:32 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4732 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 72 ადამიანი, დაავადებისგან 4812 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 707 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 426 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 281 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.11%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა,
  • აჭარა - 136,
  • იმერეთი - 878,
  • ქვემო ქართლი - 295,
  • შიდა ქართლი - 425,
  • გურია - 110,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 408,
  • კახეთი - 285,
  • მცხეთა-მთიანეთი - 112,
  • სამცხე-ჯავახეთი - 158,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 613 საიდანაც: 6 614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 584, აჭარაში - 569, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 642, აჭარაში - 128, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 36, იმერეთში - 33. 1 175 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 239 - აჭარაში. 44 824 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 375 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S