ჯანმო: "ბოლო 7 დღეში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა ყველაზე მეტად ევროპაში მოიმატა"
17/11/2021 05:56:16 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა ყველაზე მეტად ევროპაში მოიმატა. საანგარიშო პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა ევროპაში, 3%-ით –აფრიკაში და 1%-ით – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირდა.
მისი ცნობით, ხსენებულ პერიოდში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების 3.3 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 584 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირების მაჩვენებელი 6%-ით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%–ით არის გაზრდილი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 255 მილიონს გადააჭარბა. დაავადებამ 5 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. Bloomberg-ს მონაცემებით, 16 ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში გაკეთებული იყო 7.52 მილიარდი დოზა ვაქცინა.


