
ექიმი - გენადი ბესტაევზე: "მდგომარეობა ჯერ–ჯერობით კრიტიკულია, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა"
17/11/2021 05:46:40 საზოგადოება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელიც გუშინ თბილისში გადმოიყვანეს, მძიმედაა. იგი მკურნალობას ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში განაგრძობს.
ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა.
"პაციენტი გამოყვანილია საოპერაციო ბლოკიდან. მას ჩაუტარდა თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია. მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, რა თქმა უნდა, მართვით სუნთქვაზეა. არასტაბილური ჰერმოდინამიკით. ჯერ–ჯერობით კრიტიკულია მდგომარეობა. სიტუაციიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას", - განაცხადა ექიმმა გიორგი გვარამაძემ.
შეგახსენებთ,რომ გენადი ბესტაევი ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. მოგვიანებით, მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.