
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
16/11/2021 20:38:36 საზოგადოება
საქართველოში თბილისის დროით 23:28 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 კილომეტრში, სოფელ გუგუთთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ.-ში, სოფელ გორასთან თბილისის დროით 10:43 საათზე 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.