
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
16/11/2021 19:13:22 საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 10:43 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმღლავრემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. მისი ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ.-ში, სოფელ გორასთან იყო.