Accentnews.ge
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

16/11/2021 16:13:36 საზოგადოება

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ინგლისელი თანატოლები 3:2 დაამარცხა.

ბათუმის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა გახსნა, 47-ე წუთზე მანვე დუბლი შეასრულა, 65-ე წუთზე კი გიორგი გოჩოლეიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უპირატესობა სამამდე გაზარდა.

მე-80 წუთზე სტუმრებმა კლინტონ მოლას ძალისხმევით ერთი გოლი გაქვითეს, მატჩის დამატებით დროში კი მარკ გუეჰიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S