Accentnews.ge
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

16/11/2021 15:44:32 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

„დღევანდელი მოვლენების შესახებ აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებთან გამართული დისკუსიის შედეგად, მხარეებს მოვუწოდებ სასწრაფო დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ. რეგიონში სიტუაცია რთულია, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს იმუშაოს პარტნიორებთან სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

ერევანი და ბაქო ავრცელებენ განცხადებებს საზღვარზე ლოკალური შეტაკებების შესახებ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის აღმსავლეთ მონაკვეთზე არტილერია და ჯავშანტექნიკა გამოიყენა.

სომხური მხარე 4 სამხედროს დაჭრის შესახებ იუწყება, თუმცა დაზუსტებული მონაცემები გარდაცვლილებისა და დაჭრილების შესახებ ამ დრომდე არ არსებობს.

თავის მხრივ, ბაქოში აცხადებენ, რომ «მოწინააღმდეგის სამხედრო შენაერთებმა ცეცხლი გახსნეს ყუმბარმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ლაჩინის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანული შენაერთების მიმართულებით».

ბაქო ორი დაჭრილის შესახებ იუწყება და ამასთან, ავრცელებს ინფორმაციას რამდენიმე სომეხი სამხედროს დაკავების თაობაზე.

იხილეთ ასევე: სომხეთი რუსეთს მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას სთხოვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S