Accentnews.ge
საზღვარგარეთ გამგზავრებამდე აუცილებელია, რომ იუსტიციის სახლებში აღებული კოვიდ–სერტიფიკატები განახლდეს

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე აუცილებელია, რომ იუსტიციის სახლებში აღებული კოვიდ–სერტიფიკატები განახლდეს

16/11/2021 13:43:05 საზოგადოება

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე აუცილებელია, რომ იუსტიციის სახლებში აღებული კოვიდ–სერტიფიკატები განახლდეს.

მისი თქმით, ხვალიდან გაცემული კოვიდ–სერტიფიკატები ვალიდური იქნება სისტემაში.

"საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ–სერტიფიკატების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება. დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში",- განაცხადა ღიბრაძემ

როგორც მან განაცხადა, მომხმარებელი გადმოწერს app store-დან და google store-დან. ამისათვის, საჭიროა აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლა.

"ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას. გარდა ამისა, იუსტიციის სახლში გაიცემა შესაბამისი კოვიდ–სერტიფიკატი. უკვე ხვალიდან გაცემული კოვიდ–სერტიფიკატები ასევე ვალიდურია ამ სისტემაში ჩვენი თავის იდენტიფიცირებისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S