
ენმ–ის ორგანიზებით თბილისში ავტომსვლელობა დასრულდა
16/11/2021 13:32:20 პოლიტიკა, საზოგადოება
ენმ–ის ორგანიზებით თბილისში ავტომსვლელობა დასრულდა.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აქციები გაგრძელდება პერმანენტულად, იქნება უფრო მწვავე.
დემონსტრანტები რესპუბლიკის მოედნის, აღმაშენებლის ხეივანისა და "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძრნენ. აქციის მონაწილეების მანქანების კოლონა საბურთალოს, წერეთელის, სანზონას, ავჭალასა და გლდანის ქუჩებში გადაადგილდებოდა.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.