ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
16/11/2021 13:19:42 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1489 ლარი ეღირება, ევრო – 3.5762 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2359 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1550 ლარი ღირდა, ევრო – 3.6131 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2334 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


