
2022 წლიდან მართვის მოწმობის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება სავალდებულო იქნება
16/11/2021 13:02:01 საზოგადოება
მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება.
საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
2022 წლის 25 აპრილიდან პირველ ეტაპზე რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც „B“ და „BE“ კატეგორიის ავტომობილებს მართავენ, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის.