Accentnews.ge
პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს

16/11/2021 12:55:44 მსოფლიო

მიგრანტები ბელარუსიდან პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ და პოლონელმა სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, - იუწყება BBC.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიგრანტების ნაწილმა პოლონელ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რაზედაც პოლონურმა ძალებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინეს.

"მიგრანტები ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებს ქვებით თავს დაესხნენ. ისინი სასაზღვრო ბარიერის განადგურებასა და პოლონეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. ჩვენმა სამსახურებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მიგრანტების აგრესიის ჩასახშობად", - აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან ათასობით მიგრანტია თავმოყრილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობს. ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს, ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს. ევროკავშირი პოლონეთის საზღვართან მიგრანტების მზარდი კრიზისის გამო, ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S