Accentnews.ge
როდიდან აიკრძალება მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების მართვის მოწმობის გარეშე მართვა

როდიდან აიკრძალება მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების მართვის მოწმობის გარეშე მართვა

16/11/2021 12:43:49 საზოგადოება

მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების მართვის მოწმობის გარეშე მართვა 2022 წლის 28 მარტიდან აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილების თანახმად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში ექცევა და მათზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები გავრცელდება. 2022 წლის 28 მარტიდან მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მართვისთვის სავალდებულო იქნება მართვის მოწმობის აღება. ასევე, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S