Accentnews.ge
გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

16/11/2021 11:55:16 მსოფლიო

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა, - იუწყება Reuters.

"შვეიცარიაში დაფუძნებულმა კონსორციუმმა "Nord Stream 2 AG"–მ [რუსული გაზსადენის ოპერატორმა კომპანიამ] უნდა შექმნას შვილობილი კომპანია გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, რათა მიიღოს ოპერირების ლიცენზია. აღნიშნული შვილობილი კომპანია გაზსადენის მხოლოდ იმ ნაწილს გაუწევს ოპერირებას, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე გადის", – ნათქვამია მარეგულირებელ ორგანოში.

მისი ცნობით, სერტიფიკაციის პროცესი შეჩერებული იქნება მანამდე, ვიდრე არ დასრულდება ძირითადი აქტივების გადაცემა შვილობილი კომპანიისთვის და რეგულატორი არ შეისწავლის ყველა დოკუმენტს.

"Nord Stream 2 AG"-ს პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ეთანხმებიან ამ მოთხოვნას. კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ იმაზე, თუ რა ვადები დასჭირდება ამ პროცედურას და რა გავლენას იქონიებს იგი თავად გაზსადენის ამოქმედებაზე.

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა, პოლიტიკურ ბრძოლის საგნად იქცა. რიგი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა მისი ექსპლუატაციის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან შიშობენ, რომ გაზსადენი მოსკოვის ხელში ევროპაზე ზეწოლის ინსტუმენტად იქცევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S