
მოსკოვის სიახლოვეს თვითმფრინავი ჩამოვარდა, არიან დაშავებულები
15/08/2019 05:34:29 სხვა, მსოფლიო
მოსკოვის სიახლოვეს რუსეთი ავიაკომპანია “ურალის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი Airbus A321, რომელიც რეისს სიმფეროპოლიდან ასრულებდა, ჩამოვარადა, – იუწყება რუსული მედია.
მომხდარის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, „ძრავაში დიდი რაოდენობით ფრინველების მოხვედრა“ სახელდება, რამაც ხანძარი გამოიწვია. თუმცა "როსავიაცია" ამ ინფორმაციას ჯერ–ჯერობით არ ადასტურებს.
ლაინერის ბორტზე 237 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო 10 დაშავებულის შესახებ ავრცელებს ცნობას. მათ შორის 3 არასრულწლოვანია.