Accentnews.ge
ენმ–ის ორგანიზებით თბილისში ავტომსვლელობა მიმდინარეობს

ენმ–ის ორგანიზებით თბილისში ავტომსვლელობა მიმდინარეობს

16/11/2021 11:00:11 პოლიტიკა, საზოგადოება

ენმ–ის ორგანიზებით თბილისში საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით მიმდინარეობს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, ისინი ქალაქის ყველა უბნაში შევლენ.

"ვიმოძრავებთ ყველა ცენტრალურ ქუჩაზე - დროშებით, საყვირებით და იმედი გვაქვს, სხვა მოქალაქეებიც შემიგვიერთდებიან. მოთხოვნა უცვლელია - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, მოხდეს მისი გათავისუფლება და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები".

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აქციები გაგრძელდება პერმანენტულად, იქნება უფრო მწვავე:

"ეს არ იქნება დედაქალაქის ერთ ლოკაციაზე, ლოკაციებიც გაიშლება, პროტესტი გაიშლება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში. ჩვენ გვესმის, რომ ყველა საათი, ყველა წუთი არის პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი".

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნის, აღმაშენებლის ხეივანისა და "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძრნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S