Politico: პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ შესათანხმებელი სანქციები უკვე სამგზის დაბლოკა
16/11/2021 10:11:39 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა წლის განმავლობაში უკვე მესამედ დაბლოკა რუსეთის წინააღმდეგ შესათანხმებელი სანქციები, რომელიც მას ეროვნული უშშროების საბჭომ შესათავაზა, - წერს გამოცემა Politico მაღალი რანგის ჩინოსნების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მათივე ცნობით, პრეზიდენტს არგუმენტად ის მოჰყავდა, რომ შემოსაღები სანქციები საკმარისად მკაცრი და "გონიერი" არ იქნებოდა კრემლის მოქმედების შესაცვლელად.
2021 წლის აპრილში ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა სანქციები რუსეთის სახელმწიფო ვალის, ყირიმისკენ რკინიგზის გაყვანაზე პასუხისმგებელი კომპანიების, ასევე სპეცსამსახურებთან დაკავშირებული რუსული ტექნოლოგიური კომპანიებისა და პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსეი გრომოვის წინააღმდეგ, რომელიც კრემლში რუსული ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკას კურირებს.
ეკონომისტებმა სანქციების ამ პაკეტს "რბილი" უწოდეს. აღსანიშავია ასევე, რომ მათი შემოღების შემდეგ რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებაში გამყარდა.
მოგვიანებით ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა, დაეწესებინა სანქციები რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ, რაც ბაიდენმა გერმანიასთან ურთიერთობების დაძაბვის არსურვილითა და იმით ახსნა, რომ გაზსადენის მშენებლობის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.
15 ნოემბერს კი Bloomberg-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონბასში ვითარების დაძაბვის ფონზე ვაშინგტონი სანქციების ახალ პაკეტს განიხილავს. რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი ამჯერად - დანამდვილებით ცნობილი არ არის, თუმცა სააგენტოების წყაროების ინფორმაციით, სანქციები შესაძლოა, ენერგოსექტორს შეეხოს.


