
გაბუნია: "ეპიდემიის გავრცელებას მიმდინარე აქციები ხელს უწყობს"
16/11/2021 09:46:49 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია, რაც გარკვეულწილად მობილობის გაზრდას უკავშირდება. ამ კონტექსტში მან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარე აქციებიც ახსენა.
„სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. დღეს მთავარი ისევ არის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ვირუსის გავრცელების შეკავება. ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი ბუნებრივია, არის მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. თუნდაც მიმდინარე აქციები. ყველას გვესმის, რომ ეს რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. ძალან საყურადღებოა, რომ დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებებითაც ვიფიქროთ. ბუნებრივია, უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
16 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 83 ადამიანი გარდაიცვალა.