
ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტობის გამო 5 მილიარდამდე დოლარს კარგას
14/08/2019 19:07:37 სხვა, მსოფლიო
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის აშშ–ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის გამო მილიარდობით დოლარს კარგავს,– იუწყება NBC News.
აშშ–ის პრეზიდენტი საკუთარ ხარჯებში ასახელებს ადვოკატებსაც, რომელთა დაქირავებაც, ტრამპის თქმით, მას სხვადასხვა სასამართლო დავებისას თავის დასაცავად მოუწია.
„როგორც ჩანს, პრეზიდენტობის პრივილეგია მიჯდება 3-დან 5 მილიარდამდე და მე ეს არ მანაღვლებს. ეს ჩემთვის სულ ერთია. უბრალოდ მინდა, საუკეთესო სამუშაო გავწიო“, - განაცხადა ტრამპმა პენსილვანიის შტატში.