
თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
16/11/2021 06:57:48 საზოგადოება
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსმა 83 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 5204 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 785 პირი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 834 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 227 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 607 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.25%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა,
- აჭარა - 210,
- იმერეთი - 1 008,
- ქვემო ქართლი - 308,
- შიდა ქართლი - 435,
- გურია - 148,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 443,
- კახეთი - 384,
- მცხეთა-მთიანეთი - 168,
- სამცხე-ჯავახეთი - 168,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 765 საიდანაც: 6 718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 626, აჭარაში - 564, იმერეთში - 1 395. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 677 პირი, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 127, იმერეთში - 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 37, იმერეთში - 31. 1 156 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 763 - თბილისში, 235 - აჭარაში. 44 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 100 ადამიანი.