
ზედიზედ, მე-3 დღეა, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 80–ს აჭარბებს
16/11/2021 06:50:20 საზოგადოება
ზედიზედ, მეორე დღეა, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 80–ს აჭარბებს. კერძოდ, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსმა 83 ადამიანი იმსხვერპლა, გუშინ – 82, გუშინწინ - 81.
დღე– ღამის განმავლობაში გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 5204 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 785 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 834 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 227 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 607 PCR ტესტით.