Accentnews.ge
პენიტენციური: "მიხეილ სააკაშვილს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა"

პენიტენციური: "მიხეილ სააკაშვილს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა"

15/11/2021 17:14:48 საზოგადოება

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენზიის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. სააკაშვილს, PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

PCR ტესტი მიხეილ სააკაშვილს დღეს გაუკეთეს, რადგან გლდანის ციხის დირექტორს დავით დარასელიას ვირუსი დაუდასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S