Accentnews.ge
მსვლელობის დაანონსებული მიმართულება შეიცვალა: "ახლა მივდივართ ქალბატონ სალომესთან, შუქი ხომ არ დარჩა ანთებული უნდა შევხედოთ"

მსვლელობის დაანონსებული მიმართულება შეიცვალა: "ახლა მივდივართ ქალბატონ სალომესთან, შუქი ხომ არ დარჩა ანთებული უნდა შევხედოთ"

15/11/2021 12:34:28 პოლიტიკა, საზოგადოება

ენმ–ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები სამართალდამცვლებს კვალს ურევენ და გადაადგილების მარშრუტს არ უმხელენ.

"ტრაგიკომიკური ვითარებაა შსს-ს ყველა დანაყოფში, არბენინებენ წინ და უკან. ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ და ვერც გაიგებენ", – განაცხადა ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამჟამად რა მიმართულებით აპირებენ მსვლელობის გაგრძელებას, მელიამ შემდეგი განაცხადა:

"ახლა მივდივართ ქალბატონ სალომესთან, შუქი ხომ არ დარჩა ანთებული უნდა შევხედოთ".

ამ დროისთვის პრეზიდენტი რეზიდენციაში არ იმყოფება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად, პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება:

„პოლიცია აქ არის იმისთვის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შსს-მ გააკეთა განცხადება ამ ყველაფრის თაობაზე და ყველას განუმარტა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონი. ამასთან განუმარტა ისიც, თუ რა არის სამართალდარღვევა და რა არ არის. სწორედ ამისთვისაა აქ პოლიცია და პოლიცია სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ, შესაბამის, მყისიერ ზომებს მიიღებს. არავის მივცემთ შესაძლებლობას მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი“.

ცნობისთვის: თავადაპირველად ენმ–ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ "ავლაბრიდან" ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით დაიძრნენ. მანამდე, ნიკა მელიამ მომიტინგეებს მიმართა, რომ ბარათაშვილის ხიდთან მოქალაქეები ორად გაიყოფოდნენ და გადაკეტავდნენ, როგორც მტკვრის მარცხენა ისე, მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობას. მოგვიანებით, მსვლელობის დაანონსებული მიმართულება შეიცვალა და ის მხოლოდ მარჯვენა სანაპიროზე გაგრძელდა. აქციის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ ორთაჭალის მიმართულებით, თუმცა აბანოთუბანთან მსვლელობა კვლავ უკან დაბრუნდა, მომიტინგეებს არ უცდიათ, მმართველი პარტიის ოფისთან მისვლა, სადაც დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S