Accentnews.ge
საპროტესტო მსვლელობის პარალელურად, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ

საპროტესტო მსვლელობის პარალელურად, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ

15/11/2021 11:33:45 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობის პარალელურად, ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ.

ოპოზიციაში საპასუხოდ აცხადებენ, რომ ხალხის ხმას ვერ ჩაახშობენ.

"ვერანაირი სპეცრაზმით და სპეცსაშუალებებით ამ საპროტესტო მუხტს ვერ ჩაახშობენ", – აცხადებს ენმ–ის ლიდერი ნიკა მელია.

ამ დროისთვის სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსები და წყლის ჭავლის მანქანები მეტეხის ხიდთანაა განლაგებული.

ენმ–ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ "ავლაბრიდან" დაიძრნენ მსვლელობით. ისინი ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ. გზა ჩაკეტილი 2 საათით იქნება.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

მანამდე, შსს–მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა. უწყების განცხადებით, "საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს".

ამასთან, შსს–ს განცხადებით, 'დანაშაულს წარმოადგენს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S